წესები პირობები

ძირითადი წესები:
1.1 ადმინისტრაცია პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას და განვითარებას ახორციელებს თავისი სახსრებით, თავისუფალი ნებითა და მომხმარებლების შემოწირულობებით.
1.2 ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას პროექტისა და სერვისების მუდმივ ფუნქციონირებაზე.
1.3 ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს პროექტის ფუნქციონალურობის შეწყვეტისას, კავშირის გაუმართაობისას, პროგრამული დეფექტებისას და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებისას.
1.4 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას განკარგოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და მოპოვებული ყველა ვირტუალური ფასეულობა (ექაუნტები პერსონაჟები და ნივთები).
1.5 აკრძალულია ვირტუალური ფასეულობის, ექაუნტების და სათამაშო პერსონაჟების გაყიდვა და გაცვლა რეალურ ფულზე ან სხვა მატერიალურ თუ ვირტუალურ ფასეულობებზე. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისას ადმინისტრაცია არ მიიღებს პრეტენზიებს მოთამაშეებისაგან.(GM გადამაგდეს, არ ჩამირიცხეს, მომატყუეს და სხვა)
1.6 ადმინისტრაცია თავად წყვეტს დასჯის ხერხსა და ვადას წესების დარღვევისას.
1.7 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები.
1.8 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს, განაახლოს, განავრცოს და გააუქმოს პროექტისა და სერვისების პროგრამული მხარე.
ექაუნტი:
1.1 ექაუნტის რეგისტრაციისას კორექტულად შეავსეთ ფორმა. აკრძალულია უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება.
2.2 ექაუნტის მფლობელად ითვლება ის პიროვნება, რომლიც სრულად ფლობს ინფორმაციას თავის ექაუნტზე და განკარგავს, ფლობს ექაუნტის ელ.ფოსტას.
2.3 ექაუნტის მფლობელი სრულადაა პასუხისმგებელი ყველა ქმედებებზე, რაც განხორციელდა მისი სამომხმარებლო ჩანაწერიდან.
2.4 ექაუნტის პაროლი უნდა იცოდეს მარტო ექაუნტის მფლობელმა. არ გაანდოთ არავის საიდუმლო კოდი. ადმინისტრაცია არ ეკითხება მომხმარებელს თავის პაროლს.
2.5 პაროლად უნდა დააყენოთ ასოების, რიცხვებისა და სიბოლოების რთული კომბინაცია. რეკომენდირებულია: პაროლი არ იმეორებდეს ან შეიცავდეს ექაუნტის სახელს, რეალურ სახელს ან სხვა იოლად მისახვედრ ინფორმაციას.
2.6 ყველანაირად მოერიდეთ პაროლის აკრეფას სხვის კომპიუტერზე. არსებობს სპეციალური პროგრამები, კლავიატურული შპიონები, რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია ინტერნეტ სივრცეში.
2.7 ადმინისტრაციის რეკომენდაციაა კომპიუტერზე გეყენოთ განახლებადი ანტივირუსული პროგრამა.
2.8 თავი შეიკავეთ არასანდო ბმულებზე დაგასვლისაგან. სურათებზე, ვიდეოებზე, პროგრამებზე და საიტებზე შესაძლოა იყოს მიბმული კლავიატურული შპიონები, რაც გამოიწვევს თქვენი პირადი ინფორმაციის გაჟონვას.
2.9 პერიოდულად შეამოწმეთ ელ.ფოსტა, რომელზეც გაიარეთ რეგისტრაცია და შეინარჩუნეთ იგი მუშა მდგომარეობაში.
2.10 აკრალულია პერსონაჟის სახელების შექმნა ტყუილუბრალოდ, მათი წინასწარ დაჯავშნა, შემდეგში გაყიდვის, გაცვლის ან სხვა სარგებელის მოპოვების მიზნით.დარეზერვებული, არააქტიური ნიკი,წაიშლება ავტომატურად.
2.11 აკრძალულია ექაუნტის ან პერსონაჟის გაცვლა სხვა ექაუნთზე, პესონაჟზე ან თამაშში არსებულ ნებისმიერ ნივთზე. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისას ადმინისტრაცია არ მიიღებს პრეტენზიებს მოთამაშეებისაგან.
თამაში:
3.1 აკრძალულია ბოტ-პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენე, გარდა ადმინისტრაციის მიერ დაშვებულისა.
3.2 აკრძალულია ჩატში უცენზურო ლექსიკის ხმარება, მოთამაშეების ან სხვა პირების შეურაცხყოფა, შანტაჟი, ეთნიკური თუ სარწმუნოებრივი დამამცირებელი მიმართვები, ჭორების გავრცელება პროექტის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ. პირად მიმოწერაში უცენზურო ან შეურაცხმყოფელი შეტყობინების მიღებისას ისარგებლეთ /Block .
3.3 აკრძალულია ჩატში ფლუდი (ფუჭი ლაპარაკი).
3.4 აკრძალულია ნებისმიერი სახის აფერისტობა, მოთამაშეების შეცდომაში შეყვანა, ადმინისტრაციის ან სხვა პერსონაჟის სახელით მანიპულირება, განზრახ ადმინისტრაციის ან სხა პერსონაჟების სახელების მსგავსი სახელით მანიპულირება.
3.5 აკრძალულია მოთამაშეების მიერ განზრახ, დიდი რაოდენობით ნივთების დაყრა, ნივთებით ხატვა და გასასვლელების ჩაკეტვა. ესეთი ქმედება აღიქმება როგორც პროექტის ნორმალური მუშაობის ხელის შეშლის მცდელობა.
3.6 აკრძალულია წასვლის შესახებ განცხადებების გაკეთება, სხვა პროექტის რეკლამირება და მოწოდებები თამაშის თავის დანებებისაკენ.
3.7 აკრძალულია სერვერზე აღმოჩენილი უზუსტობის და ბაგების გამოყენება, მათი საჯაროდ გავრცელება. მსგავსი შემთხვევებისას მიმართეთ ადმინისტრაციას.
3.8 არანაირი მოტივით არ ანდოთ თქვენი პერსონაჟი და ნივთები სხვებს, ასეთ შემთხვევისას ნივთებისა და პერსონაჟის დაკარგვის რისკი დიდია.
3.9 ნივთების გაცვლისას ისარგებლეთ მხოლოდ თამაშში არსებული გაცვლა, ყიდვა-გაყიდვის ფუნქციით და ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სერვისებით.
3.10 ადმინისტრაცია არ აღუდგენს მოთამაშეს მისივე გულუბრყვილობით დაკარგულ ნივთებსა და პერსონაჟებს.
3.11 აკრალულია ისეთი პერსონაჟის სახელების შექმნა, რომელიც შეიცავს უცენზურო სიტყვას.
3.12 წესების არცოდნა არავის არ ანთავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
სანქციები:
4.1 ექაუნტის ან სათამაშო პერსონაჟის დროებითი ან სამუდამო დაბლოკვა.
4.2 პერსონაჟის ჩათის დროებითი დაბლოკვა ან სამუდამო.
4.3 IP მისამართის ბლოკირება და პროექტზე წვდომის შეჩერება.
4.4 უშუალოდ კომპიუტერის ბლოკირება მიუხედავად IP მისამართისა და პროექტზე წვდომის შეჩერება.



გთხოვთ დაიცადოთ